ჰანსი ფლიკისა და ლუის ენრიკეს პრესკონფერენციები | რა თქვეს მწვრთნელებმა? » სპორტის ხაზი

ჰანსი ფლიკისა და ლუის ენრიკეს პრესკონფერენციები | რა თქვეს მწვრთნელებმა?

ჰანსი ფლიკისა და ლუის ენრიკეს პრესკონფერენციები | რა თქვეს მწვრთნელებმა?
30-11-2022, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ორი საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართება, სადაც გაირკვევა, თუ რომელი გუნდები დაძლევენ E ჯგუფს. ლუის ენრიკეს ესპანეთი იაპონიას, ხოლო ჰანსი ფლიკის გერმანია კოსტა რიკას დაუპირისპირდება.

აი, რა თქვეს მწვრთნელებმა ხვალინდელი შეხვედრების შესახებ: "სიტუაცია კონტროლის ქვეშ უნდა ავიყვანოთ, რისთვისაც დომინანტურ თამაშს ვაპირებთ, რადგან ეს ჩვენი ფილოსოფია და ძლიერი მხარეა. მიუხედავად ამისა, იაპონია კარგი გუნდია, განსაკუთრებით კი მათ დინამიკურ ნახევარდაცვას გამოვყოფდი, რომლისთვისაც ბურთის ართმევა იოლი ნამდვილად არაა. რა თქმა უნდა, ჯგუფის მოგება და 1/8 ფინალში კვალიფიცირება გვსურს, თუმცა იქ ვის შევხდვებით ამაზე წინასწარ გათვლებს არ ვაკეთებთ, რადგან ეს მაღალი დონის სპორტის შესაბამისი არაა. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან ბრაზილიასაც გადავეყრებით. მაშინ, როდესაც დიდ სპორტში ხარ, დიდი მეტოქეების დამარცხება უნდა შეგეძლოს. ხვალ თავიდანვე მოგებაზე ვითამაშებთ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება" - ლუის ენრიკე.

"კოსტა რიკასთან მოგება რთული იქნება, რადგან მათ ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვთ. ამიტომ, მათგან დაცვით ფეხბურთს ველოდები, დაახლოებით ისეთს, როგორიც იაპონიასთან ვნახეთ. მიუხედავად 0:7-ის მარცხისა, კოსტა რიკამ მეორე ტურში თამაში გამოასწორა და მნიშვნელოვანია, რომ მათთან დამაჯერებლები ვიყოთ. ჩვენ მეტოქეს ვაფასებთ და რთულ შეხვედრას ველით. ხვალინდელ თამაშში მაღალი ინტენსივობით უნდა ვითამაშოთ და მოწინააღმდეგეს სწრაფი, დინამიკური პრესინგი შევთავაზოთ, რათა მომხიბვლელი თამაში ვაჩვენოთ, ჩვენი მიზანი სწორედ ესაა" - ჰანსი ფლიკი.

შეგახსენებთ, რომ ორივე შეხვედრა ხვალ, 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი