როგორც ჟურნალისტი სანტი აუნა იტყობინება, მანჩესტერ სიტი ბრაზილიელი მეკარის, ედერსონის შემცვლელს აქტიურად ეძებს.
მისივე თქმით, ქალაქელების მთავარი კანდიდატი პორტუს და პორტუგალიის მეკარის ძირითადი მეკარე დიოგუ კოშტაა.
25 წლის კარის დარაჯს პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პორტუს რიგებში 23 შეხვედრა აქვს ჩატარებული და კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა.
როგორც Transfermarkt-ზეა მითითებული, კოშტას სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.