გოლების წვიმა თასზე | ბარსა და ატლეტიკო ერთმანეთს დაუზავდნენ » სპორტის ხაზი

გოლების წვიმა თასზე | ბარსა და ატლეტიკო ერთმანეთს დაუზავდნენ

გოლების წვიმა თასზე | ბარსა და ატლეტიკო ერთმანეთს დაუზავდნენ
26-02-2025, 16:10
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის კოპა დელ რეის ნახევარფინალში ერთმანეთს ბარსელონა და ატლეტიკო შეხვდნენ. დუელის პირველი შეხვედრა ფრედ, 4:4 დასრულდა.

ჰანსი ფლიკის გუნდმა თამაში კატასტროფულად დაიწყო და პირველ 10 წუთში მეტოქისგან 2 გოლი მიიღო, თუმცა გუნდი წინ ერთბურთიანი უპირატესობით პირველივე ტაიმში გავიდა.

ბარსამ თავისთვის ბოლო გოლი მეორე ნახევარში შეაგდო და წესით, თამაში გამარჯვებამდე იოლად უნდა მიეყვანა, თუმცა სიმეონეს გუნდი არ გატყდა, ბოლომდე იბრძოლა და საბოლოოდ ყაიმს მიაღწია.

განმეორებითი შეხვედრა 1 თვეში გაიმართება, მეორე ნახევარფინალი კი დღეს, რეალსა და სოსიედადს შორის უნდა შედგეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი