'სწორი დაგეგმვით, თავდადებით, შრომით და ცოდნით' - ილია მაისურაძემ შერკინებაზე და მის როლზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

'სწორი დაგეგმვით, თავდადებით, შრომით და ცოდნით' - ილია მაისურაძემ შერკინებაზე და მის როლზე ისაუბრა

'სწორი დაგეგმვით, თავდადებით, შრომით და ცოდნით' - ილია მაისურაძემ შერკინებაზე და მის როლზე ისაუბრა
30-11-2022, 16:36
Aa Aa
გაზიარება:

19 ნოემბერს კარდიფში, „ფრინციფალითიზე“ უელსთან ისტორიულ გამარჯვებაში ქართულმა შერკინებამ უდიდესი როლი ითამაშა. შეიძლება ითქვას, რომ შერკინება იყო გარდამტეხი, მთავარი გასაღები იმ მომენტში, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე ტაბლო რამდენიმე წუთს ითვლიდა.

ბოლო დროს საქართველოს შერკინება არ იყო ისეთი მტკიცე, როგორიც წინა წლებში, მაგრამ კარდიფში, დასკვნით 5 წუთში მან სრულად დაიბრუნა ძველი დიდება, უელსი მისსავე შერკინებაში ორჯერ დააჯარიმა და პირველს, ლუკა მატკავას მიერ 42 მეტრიდან გატანილი ჯარიმა მოყვა, რომელმაც ანგარიშში დაწინაურების შესაძლებლობა მოგვცა, ხოლო მეორეთი მეტოქეს ბურთი ჩამოვართვით და ისტორიული გამარჯვება ქართული სპორტის ახალ თავში ჩავწერეთ.

შერკინებაზე, უელსთან მატჩზე და ალექსანდრე ქუთელიას ბრწყინვალე შემოსვლაზე კომენტარი ილია სულამანიძემ გააკეთა, რომელმაც განაცხადა.

"ის იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება არა მხოლოდ ნაკრებისთვის, არამედ ქვეყნისთვის, გულშემატკივრისთვის და მთლიანად ქართული რაგბისთვის. დარწმუნებული ვარ ეს გამარჯვება მთელს ქართულ რაგბს დამატებით მუხტს და სტიმულს მისცემს, ახალ სიმაღლეზე აგვიყვანს. ჯერ კიდევ ზაფხულში, იტალიასთან გამარჯვებამ როგორც ბიჭებს, ასევე სამწვრთნელო შტაბს უდიდესი თავდაჯერებულობა მოგვცა. ეს დინამიკა „ფრინციფალითიზე“ გაგრძელდა და რა თქმა უნდა ჩვენი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გაიზარდა. გახარებულები ვართ, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ და წინ უნდა ვიაროთ. სწორი დაგეგმვით, პროფესიონალიზმით, თავდადებით, შრომით და ცოდნით, დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ."

'სწორი დაგეგმვით, თავდადებით, შრომით და ცოდნით' - ილია მაისურაძემ შერკინებაზე და მის როლზე ისაუბრა

'ქართული რაგბისთვის ეს ისტორიული დღე იყო'

"შერკინების შეთამაშებას დრო ჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამდენი ცვლილებებია. ასეთი თამაშების დროს შერკინებას მოსამზადებლად ყველაზე მცირე დრო ეთმობა. მსოფლიო თასის წინ შერკინების უნარებზე სამუშაოდ უფრო მეტი დრო გვექნება და შედეგიც უკეთესი იქნება. რაც შეეხება განვლილ თამაშებს, გარკვეულ ტექნიკურ დეტალებს მეტი ყურადღება მივაქციეთ და მექანიზმი სინქრონიზაციაში მოვიყვანეთ, 8-ვე მოთამაშემ ერთი მთლიანივით იმოქმედა და ამან საჭირო დროს იმუშავა."


უელსთან მატჩში შერკინების ორგანიზება უმაღლეს დონემდე იყო აყვანილი

ალექსანდრე ქუნთელიაზე: "მას არ ჰქონდა ამ დონის თამაშების გამოცდილება და ეს ერთგვარი რისკი იყო, თუმცა მან გაამართლა. ქუნთელიას ისეთი ფიზიკური მონაცემები აქვს, ასეთ პროგრესს თუ გააგრძელებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა ბურჯი გახდება. ალექსანდრე მონდომებულია და ძალიან ბევრ ვარჯიშობს, არასდროს ნებდება. ვახტანგ აბდალაძე უდიდესი პროფესიონალია და ძალიან კარგია დინამიკაში, ღია თამაშში, დაცვასა თუ შეტევაში. ის ირლანდიაში ძალიან მაგარ კლუბში გაიზარდა, თუმცა სანაკრებო დონისთვის ორივე მათგანს ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი