უსმან დემბელე ჩინებულ ფორმაშია - 27 წლის ფრანგ შემტევს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 24 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.
ყოველივე ამაში დემბელემ თანაგუნდელები "დაადანაშაულა" და პსჟ-ის ვინგერებზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და ბარკოლაზე მოკლე კომენტარიც გააკეთა.
"გუნდში ყველა ფეხბურთელი კარგად თამაშობს. ის ფაქტი, რომ შეტევების დასაგვირგვინებლად სწორ პოზიციას ვარჩევ ხოლმე, გოლების გატანაში ძალიან მეხმარება.
თანაგუნდელები - ბრედი ბარკოლა, დეზირე დუე თუ ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავ გადაცემებს მიკეთებენ და მეც ის დამრჩენია, გავიტანო", - განაცხადა დემბელემ.