საფრანგეთის 23-ე ტურის შეხვედრაში ქართველების დუელი შედგა, სადაც გიორგი მიქაუტაძის ლიონმა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში ორივე ქართველმა შემტევმა საგოლე გადაცემები მიითვალეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, მიქაუტაძემ მედიასთან ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.
"მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ფეხბურთის თამაში გვიან დავიწყეთ.
შეტევის ხაზში სიმწვავე გვაკლდა და როდესაც მეტი ინიციატივა გამოვიჩინეთ, უკვე ყველამ კარგად დაინახეთ, როგორ გაუჭირდა მეტოქე გუნდს ჩვენი შეტევების მოგერიება.
მჯერა, რომ შეხვედრის სტარტზევე რომ ასე გვეთამაშა, ამ თამაშს არ წავაგებდით", - განაცხადა მიქაუტაძემ.
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძე მოედანზე მხოლოდ 80 წუთიდან ჩაერთო.