საფრანგეთის 23-ე ტურის შეხვედრაში ქართველების დუელი შედგა, სადაც გიორგი მიქაუტაძის ლიონმა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში ორივე ქართველმა შემტევმა საგოლე გადაცემები მიითვალეს.
მატჩის დასრულების ლიონის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა, რომელსაც სათამაშო მხოლოდ 10 წუთი მისცა.
"გიორგის ვესაუბრე, ყველაფერი ავუხსენი და გაიგო, მისი თადარიგში დატოვებით მეტოქისთვის სიურპრიზის შეთავაზებას ვგეგმავდი...
ყველაზე მეტად მაინც იმან გამახარა, თუ როგორი მონდომებით და ენთუზიაზმით შევიდა ცვლილებაზე და რამდენად დიდი გავლენა მოახდინა თამაშის ხასიათზე", - განაცხადა ფონსეკამ.