მანჩესტერ იუნაიტედმა გუდისონ პარკიდან 1 ქულა წაიღო » სპორტის ხაზი

მანჩესტერ იუნაიტედმა გუდისონ პარკიდან 1 ქულა წაიღო

მანჩესტერ იუნაიტედმა გუდისონ პარკიდან 1 ქულა წაიღო
გუშინ, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერ ლიგის რიგით 26-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედი ევერტონს ეწვია და უხვგოლიან შეხვედრაში გუნდებმა ქულები გაიყვეს, - 2:2.

დევიდ მოიესის გუნდმა პირველი ტაიმი გაცილებით კარგად ჩაატარა და მეტოქე ბეტოსა და დუკურეს გოლებით 2:0 დაამარცხა, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა.

მანჩესტერელთა მხრიდან ანგარიშის შემცირება ბრუნო ფერნანდეშმა ლამაზი ჯარიმის გატანით შეძლო, საბოლოო ანგარიში კი მალევე უგარტემ დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთებზე ევერტონს მატჩის მოგება მაინც შეეძლო, თუმცა დანიშნული პენალტი მასპინძლებს გაუუქმეს და ანგარიშიც აღარ შეცვლილა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი