ავსტრიის ბუნდელისიგის მორიგი ტურის შეხვედრაში კიტეიშვილის გრაცის "შტურმმა" დაძაბულ ბრძოლაში, "ლინცს" უმასპინძლა და 2:1 სძლია.
მე-19 ტურის დაპირისპირებაში ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში მე-18 წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
19 ტურის შემდეგ გრაცელები 40 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. კიტეიშვილის აქტივში კი 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.