ჩემპიონშიპის 34-ე ტურში "უოტფორდმა" შინ "ლუთონს" უმასპინძლა და 2:0 სძლია.
"ჩაკვე" სასტარტო თერთმეტეულში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს.
ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრის 23-ე წუთზე ედო კაიემბეს ძალიან ლამაზი საგოლე გადაცემა გაუკეთა, რომელიც აფრიკელმა მოთამაშემ გოლით დააგვირგვინა.
Sofascore მასპინძელთა ქართველი შემტევის ასპარეზობას დღევანდელ შეხვედრაში, ერთ-ერთი საუკეთესო, 7,3 ქულით აფასებს.
"უოტფორდი" 48 ქულას აგროვებს და მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა.
ჩაკვეტაძეს კი 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში.