როგორც უკვე მოგეხსენებათ, ილია თოფურია წონას იცვლის და ზედა დივიზიონში გადადის, რასაც UFC-ის ქვემსუბუქი წონის მებრძლი დიეგო ლოპესიც გამოეხმაურა.
"ძალიან გარკვევით აგვიხსნეს, რომ არ მოსწონთ ორი დივიზიონის ჩემპიონის იდეა - სამომავლოდაც ქამრის დათმობა მოუწევს ყველას, ვინც სხვა დივიზიონის ქამარზე ბრძოლას დააპირებს", - განაცხადა ლოპესმა.
შეგახსენებთ, ილიას ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ბრძოლის ჩანიშვნა სურს, თუმცა მანამდე შესაძლოა ქართველს იმავე დივიზიონში 1-2 ბრძოლის ჩატარება მოუწიოს.