როგორც უკვე მოგეხსენებათ, ილია თოფურია წონას იცვლის და ზედა დივიზიონში გადადის, რასაც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ალექსანდრე ვოლკანოვსკიც ეხმაურება.
"ამ ინფორმაციის შესახებ მეც ახლახანს გავიგე და არაფერი ვიცოდი - თოფურიას გადაწყვეტილებაზე ჯერ კიდევ ზუსტი პასუხი არ ვიცი...
ის აქამდეც ლაპარაკობდა წონის შეცვლაზე, მაგრამ არ მეგონა ამას თუ ახლა გააკეთებდა. ვიცოდი, რომ ჩემი მომდევნო მეტოქე ილია ან ლოპესი იქნებოდა, მე პირადად ილიასთვის ვემზადებოდი, მაგრამ არაუშავს..
თოფურიას წარმატებებს ვუსურვებ, მე კი აპრილისთვის დიეგო ლოპესთან ჩხუბისთვის მოვემზადები", - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.