როგორც უკვე მოგეხსენებათ, ილია თოფურია წონას იცვლის და ზედა დივიზიონში გადადის, რაზეც UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმაც ისაუბრა.
"თოფურია თვლის, რომ ამ წონით დივიზიონში საკუთარი თავი ამოწურა და დატოვა მემკვიდრეობა, ხოლო იგივე წონის დაფიქსირება აღარ შეუძლია.
ასე რომ, ილია მსუბუქ წონაში გადაინაცვლებს და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახდება - როდესაც თოფურიას მომდევნო მეტოქის ვინაობა გაირკვევა, გაცნობებთ", - განაცხადა უაითმა.