MMA-ს ქართველმა მებრძოლმა ლევან ჩოხელმა სოციალური ქსელის საშუალებით, წერს, რომ UFC-სთან მოლაპარაკებას აწარმოებს და ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისთვის გამარჯვების სერიაა მნიშვნელოვანი. ლევანი შემდეგ ბრძოლას 24 მაისს გამართავს.
28 წლის ჩოხელმა ბოლო ბრძოლა სექტემბერში ბელატორში გამართა, სადაც ტექნიკური ნოკაუტით ლორენზ ლარკინმა პირველივე რაუნდში დაამარცხა. რაც შეეხება ზოგადად კარიერას, მის ანგარიშზე 13 გამარჯვება და 3 მარცხია.