ბრაზიილიის ქალაქ სან პაულოში მიმდინარე მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში ქართული ფინალი გაიმართა – ერთმანეთს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი შეხვდნენ.
ქართველმა გოგონებმა უმაღლესი რანგის მედლები მიიღეს. ნინა თიბილაშვილმა გვანცა ზადიშვილთან 15:8 იმარჯვა და ოქროს მედალი მიიღო, გვანცა ზადიშვილი კი ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ამავე ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა მოუტანა.