როგორც გავლენიანი გამოცემები, Marca და Goal.com-ი იტყობინებიან, კრიშტიანუ რონალდო შესაძლოა საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბში, "ალ ნასირში" აღმოჩნდეს. მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა "მანჩესტერ იუნაიტედი" ახლახანს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. პირს მორგანთან ინტერვიუში მან გუნდის მხრიდან არაგულისხმიერ და უპატივცემულო დამოკიდებულებებს გაუსვა ხაზი, ამის შემდგომ კი მხარეებმა კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
"ალ ნასირი" რონალდუს სთავაზობს შემდეგნაირ პირობებს- თუ იგი 2025 წლამდე კონტრაქტს მოაწერს ხელს, 400 მილიონ ევროს მიიღებს. Marca-ს თქმით, პორტუგალიელს მსურველები MLS-იდანაც ჰყავს.
"ალ ნასირის" კარს ამჟამად "არსენალისა" და "ნაპოლის" ყოფილი მეკარე, დავიდ ოსპინა იცავს.