ძიუდო | კადეტთა ევროპის თასზე ჩვენმა გუნდმა 6 მედალი მოიპოვა » სპორტის ხაზი

ძიუდო | კადეტთა ევროპის თასზე ჩვენმა გუნდმა 6 მედალი მოიპოვა

ძიუდო | კადეტთა ევროპის თასზე ჩვენმა გუნდმა 6 მედალი მოიპოვა
20-02-2025, 14:20
Aa Aa
გაზიარება:

სლოვაკეთის ქალაქ სამორინში გამართულ კადეტთა ევროპის თასზე ჩვენმა გუნდმა 6 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მხოლოდ 4 წონით კატეგორიაში მონაწილეობდა: -73; -81; -90 და +90. ამ ოთხი წონიდან სამში ჩემპიონები ჩვენი ძიუდოისტები გახდნენ, ხოლო -90 კგ-ში ქართული ფინალი შედგა და ბრინჯაოს კვარცხლბეკზეც ავედით.

ოქროს მედალი გიორგი მუმლაძემ, გიორგი ზურაბიშვილმა და გიორგი ქარჩაიძემ აიღო, ვერცხლს კი ვასილ გამეზარდაშვილი და ლუკა აგბაიძე დასჯერდნენ.

რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ის ნიკოლოზ გადრანმა აიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი