"კვარას წასვლის შემდეგ ნაპოლი სუსტდება" - რას ამბობს ანტონიო კასანო » სპორტის ხაზი

"კვარას წასვლის შემდეგ ნაპოლი სუსტდება" - რას ამბობს ანტონიო კასანო

"კვარას წასვლის შემდეგ ნაპოლი სუსტდება" - რას ამბობს ანტონიო კასანო
19-02-2025, 20:19
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ანტონიო კასანო ნაპოლიდან ხვიჩა კვარაცხელიას წასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ გუნდი საგრძნობლად დასუსტდა.

კონტე სასწაულის ჩადენას ცდილობს და ჯერჯერობით გამოსდის კიდეც. მის თავში ახლა სკუდეტოს გარდა არაფერია, თუმცა მისი მოგება ფეხბურთელების გარეშე ძალიან რთულია. სპალეტის საჩემპიონო სეზონში ხვიჩა და ოსიმენი ჰყავდა, ახლა კი გუნდში არცერთი აღარაა, რაც დიდ სხვაობას იძლევა.

ნაპოლიში კვარას წასვლის შემდეგ ოკაფორის მაგივრად უფრო ძლიერი ფეხბურთელი რომ ეყიდათ, ეს კონტეს დიდ ბონუსს მისცემდა, ახლა კი უნდა ითქვას, რომ გუნდი რეალურად სუსტდება.

- თქვა ანტონიო კასანომ.

ცნობისთვის, ნაპოლი სერია A-ს 56 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან ინტერს 2 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი