როგორც იცით, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე წყალტუბოს სამგურალის ახალი მთავარი მწვრთნელი როდოლფო ვანოლია, რომელმაც სასიამოვნო განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, ის საკუთარ ძმას (პაოლო ვანოლი), რომელიც იტალიური ტორინოს დამრიგებელი გახლავთ, სამგურალის ფეხბურთელებზე დაკვირვებას სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ აგენტები ცალი თვალით აქეთაც გამოიხედებიან.
ჩემი უმცროსი ძმა პაოლო ვანოლი ტორინოს მთავარი მწვრთნელია, მას ჩვენს ორ ფეხბურთელზე ვესაუბრე და მათზე დაკვირვება შევთავაზე. თუმცა, ამ ეტაპზე, კონკრეტულ გვარებს ვერ დავასახელებ.
- ამბობს როდოლფო ვანოლი.
როდოლფო ვანოლის საფეხბურთო კარიერის უმეტესი ნაწილი ლეჩეში აქვს გატარებული, ხოლო სამწვრთნელო დონეზე ვანოლი სამგურალში მისვლამდე დინამო ტირანაში მუშაობდა.