ესპანურ მედიაში ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავის, ლამინ იამალის კომენტარი ვრცელდება, რომელიც მან პარი სენ-ჟერმენში შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა.
2024 წლის ზაფხულში მათ ჩემს სანაცვლოდ 200 მილიონი ევროს გადახდა სურდათ? სიმართლე გითხრათ, მე არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია სხვა კლუბისგან.
ჩემს წრეს რომ დაკავშირებოდნენ კიდეც, ისინი ამის შესახებ მაინც არაფერს არ მეტყოდნენ. მე ბარსელონასთან ხელშეკრულება მიდევს და არ ვფიქრობ, რომ სხვაგან თამაში საერთოდ შესაძლებელია. მე მიყვარს ბარსა.
- თქვა იამალმა.
17 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 გოლი და 13 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.