ლონდონის ჩელსის 25 წლის შემტევი, ჟოაო ფელიქსი, რომელიც იჯარის წესით მილანშია განათხოვრებული სათამაშო დროის რაოდენობით უკმაყოფილოა.
"ძალიან მინდოდა, რომ მილანის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მეთამაშა, მაგრამ მხოლოდ 2 მატჩის გამოცდილება მივიღე.
ეს არის ფეხბურთი, ჩვენ ყველა რაღაცას ვსწავლობთ და ვითარდებით მიუხედავად იმისა ახალგაზრდები ვართ თუ არა", - განაცხადა ფელიქსმა.
ცნობისთვის, ფელიქსმა მილანის მაისური ყველა ტურნირზე 5 შეხვედრაში მოირგო და თავი 1 გოლით გამოიჩინა, მოედანზე კი ჯამურად 383 წუთი გაატარა.