27 წლის ქართველი ფორვარდი ბექა მიქელთაძე კარიერას იაპონურ "მონტედიო იამაგატაში" გააგრძელებს.
"მონტედიო" 2016 წელს დაქვეითდა რანგით მეორე ლიგაში და მას მერე იქ თამაშობს.
ბექამ გასული სეზონი კორეის რანგით უმაღლეს, K ლიგა 1-ში გაატარა და 18 მატჩში მის აქტივში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა იყო. ასევე გაიტანა აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც.
აღსანიშნავია, რომ კლუბის ბოლო ორი ტრანსფერი, მიქელთაძე და ავსტრალიელი ლეგიონერი, "იამაგატას" პირველი ლეგიონერები არიან, ბოლო ორი წლის განმავლობაში.