9 სექტემბრის შემდეგ, როდრი მუხლის ტრავმის გამო უქმადაა და ნელ-ნელა მისი დაბრუნების თარიღი ახლოვდება.
საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცოთა ხნის წინ თავად ესპანელმა ნახევარმცველმაც ისაუბრა.
"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ - ჩემს თავში ყველაფერი კარგადაა და არანაირ არასტაბილურობას მუხლში არ ვგრძნობ, ახლა ძალების მოკრების დროა", - განაცხადა 28 წლის შუახაზელმა.