"მილანი" საფრანგეთის ნაკრების კარის დარაჯ მაიკ მენიოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივებისკენ მუშაობს.
"როსონეროს" ამჟამინდელი ხელშეკრულების, რომლის მიხედვითაც მხარეებს შორის თანამშრომლობა 2026 წლის ივლისამდეა გათვალისწინებული, 2028 წლის ზაფხულამდე გაგრძელება სურს.
შეთანხმება, მომავალში კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს. მენიოს ყოველწლიური ხელფასით 5 მილიონ ევრომდე.
საქმეს ბოლომდე მისაყვანად, მხოლოდ ფრანგის ხელმოწერა აკლია.
მილანმა მაიკ მენიო 2021 წლის ზაფხულში, 16.4 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლილიდან დაიმატა. ფრანგის ანგარიშზე 146 მატჩში 55 მშრალად შენახული კარია.