"ლივერპული ალისონს უშვებს" - კარგი ამბავი გიორგი მამარდაშვილისთვის » სპორტის ხაზი

"ლივერპული ალისონს უშვებს" - კარგი ამბავი გიორგი მამარდაშვილისთვის

"ლივერპული ალისონს უშვებს" - კარგი ამბავი გიორგი მამარდაშვილისთვის
17-02-2025, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

Football Express-მა და TeamTalk-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარისთვის, გიორგი მამარდაშვილისთვის კარგი ამბავი გაავრცელეს.

როგორც აღნიშნული წყაროები წერენ, ლივერპული გუნდის პირველი ნომრის, ალისონ ბეკერის გაშვებისთვის ემზადება, რომელიც გზის გაგრძელება როგორც ევროპაში, ისე საუდის არაბეთში შეუძლია.

გამოდის, რომ მამარდამ ლივერპულში პირველივე სეზონიდან ძირითადი მეკარის სტატუსი უნდა მიიღოს, მისი შემცვლელი კი კაომინ კელეჰერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლივერპულს ამ სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი