ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში ლივერპულმა მადრიდის რეალს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2:0 დაამარცხა.
მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი ლივერპულის მეკარე კელეჰერი გახლდათ, რომელმაც პენალტის მოგერიება თვით კილიან მბაპეს წინააღმდეგ შეძლო. სხვათა შორის, პენალტი ირლანდიელ მეკარეს წინა შეხვედრაშიც ჰქონდა აღებული.
ამ სტაბილურობისა და პროგრესის გამო, ლივერპულის ფანები სოციალურ ქსელში წერენ, რომ კელეჰერის გაშვება არსად არ შეიძლება, მამარდაშვილმა კი პირველ პერიოდში უნდა მოიცადოს, გარემოს შეეგუოს და მერე ჩადგეს გუნდის სასტარტოში.
ბოლო ინფორმაციით, თუ კელეჰერი სასტარტო მეკარეობას ვერ მოიპოვებს, ის კლუბს ახალი სეზონიდან დატოვებს.