"ძლიერები ვართ და პრობლემაც ესაა" - მხითარიანმა იუვენტუსთან მარცხი ახსნა » სპორტის ხაზი

"ძლიერები ვართ და პრობლემაც ესაა" - მხითარიანმა იუვენტუსთან მარცხი ახსნა

"ძლიერები ვართ და პრობლემაც ესაა" - მხითარიანმა იუვენტუსთან მარცხი ახსნა
17-02-2025, 13:29
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის რიგით 25-ე ტურში ტურინის იუვენტუსმა სიმონე ინძაგის ინტერს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

მნიშვნელოვან დერბიში წაგება მედიასთან შემდგომში ჰენრიკ მხითარიანმა ასეთი კომენტარის გაკეთებით ახსნა:

თუ მინდორზე შესაბამისი მოტივაციით და მიდგომით გავალთ, მაშინ შეუძლებელი ხდება ჩვენს წინააღმდეგ თამაში. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ძალიან ძლიერები ვართ, ხანდახან კონცენტრაციის პრობლემა გვაქვს ხოლმე. ჩვენ ამის საფასურს ვიხდით.

ფიზიკური დაღლილობა არაფერ შუაშია. ჩვენ ზედმეტად ძლიერები ვართ და შესაძლოა, რომ პრობლემა სწორედ აქ იყოს.

- თქვა სომეხმა ფეხბურთელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი