"მენტალურად და ფიზიკურად რთული იყო" - რა თქვა ჰავერცმა ოპერაციის შემდეგ » სპორტის ხაზი

"მენტალურად და ფიზიკურად რთული იყო" - რა თქვა ჰავერცმა ოპერაციის შემდეგ

"მენტალურად და ფიზიკურად რთული იყო" - რა თქვა ჰავერცმა ოპერაციის შემდეგ
16-02-2025, 19:09
Aa Aa
გაზიარება:

კაი ჰავერცმა ვარჯიშზე ბარძაყის არეში დაზიანება მიიღო და დარჩენილ სეზონს თავიდან ბოლომდე გამოტოვებს.

ახლახანს დაიწერა, რომ გერმანელმა ფორვარდმა ოპერაცია წარმატებით ჩაიტარა, შემდეგ კი ფეხბურთელმა ქომაგებს მესიჯი გაუგზავნა.

ბოლო დღეები მიჭირდა როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად, თუმცა ოპერაციის ჩატარების შემდეგ ყველაფერი დალაგდა.

მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ დღეებში გამოავლინეთ. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ახლა შევეცდები, რომ გამოვჯანმრთელდე, გუნდს კი უკანა რიგებიდან დავეხმარო.

- თქვა ჰავერცმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი