მანჩესტერ იუნაიტედის გეგმაა, რომ 22 წლის შემტევს ამად დიალოს ტერფის ტრავმის გამო ოპერაცია მომავალ კვირას გაუკეთონ.
ახალგაზრდა მოთამაშისთვის სეზონი თითქმის დასრულდა და სრული აქცენტი მომავალ სეზონზე გაკეთდება, რათა ტალანტი მომავალ სეზონს 100%-ით მზად შეხვდეს და ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში დიალომ პრემიერ ლიგის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 6 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა.