ოთხი დღის წინ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ფრანგული პსჟ-ის ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია იუბილარი იყო - ახალგაზრდა შემტევს 24 წელი შეუსრულდა.
აღნიშნულ ფაქტს არაერთი ცნობილი ფეხბურთელი და ხვიჩას ამჟამინდელი კლუბიც გამოეხმაურა.
გარდა ამისა, კვარას დაბადების დღე არც მის ყოფილ გუნდს, ნაპოლის გამორჩენია და ქართველ შემტევს იუბილე სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა.