როგორც იცით, დღეს საქართველოს ნაკრებისა და ბორდოს ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის დაბადების დღეა.
აღსანიშნავია, რომ ფრანგული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა ქართველ ფეხბურთელს იუბილე შემდეგი წარწერით მიულოცა: "კლუბი ზურიკო დავითაშვლის დაბადების დღეს ულოცავს, ქართველი ფეხბურთელი 22 წლის გახდა." - ვკითხულობთ ბორდოს Instagram გვერდზე
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი ბორდოში 2022 წელს გადაბარგდა. ამ დროში ქართველმა მოთამაშემ 17 მატჩი გამართა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.