შოტლანდიური გამოცემების მტკიცებით, საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია შოტლანდიური მაზერუელის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატურაა.
აღნიშნულზე კომენტარი ადგილობრივ მედიასთან თავად 56 წლის სპეციალისტმაც გააკეთა.
"ვნახოთ რა მოხდება - კვიპროსის ნაკრებიდან წამოსვლის შემდეგ, შეთავაზებები საქართველოდან და საბერძნეთიდან მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი...
ევროპის წამყვან ლიგებში მუშაობის გამოცდილება არ მქონია და როდესაც მწვრთნელობაზეა საუბარი, მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომელი ქვეყნის პასპორტი გაქვს - ესპანელების და პორტუგალიელების მიმართ სულ სხვა მიდგომაა. მე რომ ესპანელი ვყოფილიყავი, დიდ გუნდში ვიმუშავებდი", - განაცხადა ქეცბაიამ.