ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" ფრედ ითამაშა "ვილიარეალთან" და მნიშვნელოვანი ქულა ჩაიწერა.
სტუმართა ქართველმა მეკარემ, ცხადია, შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
84-ე წუთამდე, "ღამურები" მინიმალური ანგარიშით მარცხდებოდნენ, როცა ვალენსიელთა 28 წლის ნიგერიელმა ფორვარდმა, უმარ საქიდმა ბურთი მეტოქის კარში სწორად გადაგზავნა და "მესტალიას" ბინადრებს ქულა გადაურჩინა. 1:1.
"ვალენსიამ" 24 ტურის შემდეგ 23 ქულა დააგროვა და მიმდინარე სეზონში აუტსაიდერთა ზონას თავი პირველად დააღწია.