UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა პედი პიმბლეტმა ილია თოფურიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
"თუ ილია რემატჩში ჯერ ვოლკანოვსკის, შემდეგ კი დიეგო ლოპესს დაამარცხებს, მაშინ დამსახურებულად გახდება ქვემსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი, მაგრამ ილია მსუბუქ წონაში გადასვლაზე საუბრობს, როცა საკუთარ წონაში ქამარი მხოლოდ ერთხელ დაიცვა.
თუ მინიმუმ სამჯერ მაინც არ დაიცავი ქამარი, დივიზიონი არ უნდა შეიცვალო", - განაცხადა პიმბლეტმა.