ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2025 წლის დოჰას ტურნირზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა, რასაც სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"გულნატკენი ვარ, რომ დოჰას ტურნირზე "უაილდქარდი" ვერ მივიღე - ვერც საკვალიფიკაციოზე მოვხვდი მიუხედავად იმისა, რომ ეს ტურნირი 2021 წელს მოვიგო და 2022-ში ფინალი ვითამაშე.
კატარმა საოცარი მომენტები და მოგონებები მომცა, რომლებსაც სამუდამოდ შევინახავ, მაგრამ გპირდებით, ჩემს პროფესიონალურ კარიერაში აქ აღარ დავბრუნდები", - წერს ბასილაშვილი.