მერაბ დვალიშვილმა სექტემბერში, UFC 306-ზე, შონ ო’მალის სძლია და საჩემპიონო ქამარი დაიმსახურა.
მან "ვალენტინობის დღე" სოციალურ მედიაში განსხვავებულად აღნიშნა და შონ ო’მალის სახუმარო მესიჯი გაუგზავნა.
როგორც გახსოვთ, ქართველმა ჩემპიონმა სფეროში გამართული ხუთრაუნდიანი ბრძოლის დროს ომალის "აკოცა".
34 წლის ჩვენებურმა მებრძოლმა "შუგას" 2025 წლისთვის სპეციალური ელექტრონული ბარათი გაუგზავნა.