საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შესაძლოა შოტლანდიური მაზეურელი ჩაიბაროს - ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც იწერება, შოტლანდიური გუნდი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე მხოლოდ ორ ვარიანტს განიხილავს და ერთ-ერთი სწორედ ქეცბაიაა.
ითქვა ისიც, რომ ქართველმა სპეციალისტმა მაზერეულს საკუთარი კანდიდატურა თავად შესთავაზა და შოტლანდიაში მუშაობის სურვილი გამოთქვა.
რაც შეეხება თავად გუნდს, მაზერუელი ამჟამად სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.