"ახლა უმარს ყველა ამიტომ დასცინის" - მერაბ დვალიშვილი მოგებულ ბრძოლას იხსენებს » სპორტის ხაზი

"ახლა უმარს ყველა ამიტომ დასცინის" - მერაბ დვალიშვილი მოგებულ ბრძოლას იხსენებს

"ახლა უმარს ყველა ამიტომ დასცინის" - მერაბ დვალიშვილი მოგებულ ბრძოლას იხსენებს
გუშინ, 13:41
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ქამარი პირველად უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცვა და ყველაფერი წარმატებით დაასრულა.

სუპერმსუბუქი წონის პირველმა ნომერმა თბილისში ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა და უმართან ორთაბრძოლა გაიხსენა.

ის ფიქრობდა, რომ ყველა ასპექტში მომიგებდა და ყველაფერს კადრულობდა, მაგრამ ყველამ დაინახა, რაც იყო და ახლა ყველა დასცინის. ზოგადად ეგრა, რასაც ბრძოლის წინ ილაპარაკებ, მერე გიბრუნდება.

- თქვა დვალიშვილმა.

როგორც ირკვევა, მერაბ დვალიშვილი 2025 წელს ბრძოლას კიდევ რამდენჯერმე აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, რომ მისი მომდევნო მეტოქე ალეშანდრე პანტოჟა იყოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი