დინამომ შეკრება გამარჯვებით დაასრულა » სპორტის ხაზი

დინამომ შეკრება გამარჯვებით დაასრულა

დინამომ შეკრება გამარჯვებით დაასრულა
13-02-2025, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ პორტუგალიაში მყოფმა დინამოელებმა ზამთრის შეკრების ბოლო ამხანაგური მატჩი ადგილობრივ პორტიმონენსესთან გამართეს და 2-1 იმარჯვეს.

ანგარიში შეხვედრაში პორტუგალიელებმა გახსნეს, 23-ე წუთზე გოლი ექტორ ეველმა გაიტანა. დინამოელებმა თავისი სათამაშო უპირატესობა გოლებში მეორე ტაიმში ასახეს. მატჩის დაწყებიდან ერთი საათის თავზე მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ნიკოლოზ უგრეხელიძემ ისარგება, მან გადმოვარდნილ ბურთს დაამატა და წონასწორობა აღადგინა. გამარჯევბის გოლი კი, 84-ე წუთზე ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მათე ვაწაძემ გაიტანა 2-1.

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ფაქტიურად დაასრულა პორტუგალიური შეკრება. დინამოელები სამშობლოში ხვალ გამოემგზავრებიან და მოახლოებული სეზონისთვის მზადებას დიღომში გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, ეროვნული ლიგის პირველ ტურს დინამო სტუმრად გამართავს. 2 მარტს ბათუმში ერთანეთს ორი დინამო დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი