სოციალურ მედიაში გიორგი ჩაკვეტაძისადმი დაინტერესებულ ახალ კლუბებზე ინფორმაცია ქვეყნდება.
"უოტფორდის" მედია ასისტენტი ჰენრი ბენეტი, წერს, რომ მისი ინფორმაციით, იტალიური სერია A-ს გუნდის, "კომო 1907"-ის სკაუტები "უოტფორდის" თამაშზე, "ლიდსის" წინააღმდეგ, რომელიც ქართველის კლუბის განადგურებით (0:4) დასრულდა, იმყოფებოდნენ და "ჩაკვეს" ასპარეზობას აკვირდებოდნენ.
"კომო" იტალიის სერია A-ში მე-16 ადგილზეა, მთავარ მწვრთნელად კი სესკ ფაბრეგასი მუშაობს.
ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 33 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 6 საგოლე გადაცემა.