"სეზონის დამაჯერებელ დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიას როლი უდიდესია" - ESPN -ი ქართველზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"სეზონის დამაჯერებელ დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიას როლი უდიდესია" - ESPN -ი ქართველზე საუბრობს

"სეზონის დამაჯერებელ დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიას როლი უდიდესია" - ESPN -ი ქართველზე საუბრობს
17-09-2022, 23:18
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის იდეალური დასაწყისი ბევრი ცნობილი გამოცემის მთავარი სასაუბრო თემაა. ამჯერად ქართველზე ESPN-ი საუბრობს, რომელიც 21 წლის ფეხბურთელის შემტევით ასპექტზე და ლიდერულ თვისებებზე სტატიას აქვეყნებს:

"სეზონის დამაჯერებელ დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიას როლი უდიდესია. ქართველები მას დიეგო მარადონას ადარებენ და მეტსახელად კვარას ან კვარადონას უწოდებენ. მართლაც, ნებისმიერ გულშემატკივარს კვარა მარადონას ახსენებს. არგენტინელი იყო სწორედ ის ფეხბურთელი, რომელმაც კლუბს 30 წლიანი უტიტულო სეზონი დაუმთავრა და 2 სკუდეტო მოაგებინა. უნდა აღინიშნოს, რომ დიეგოს პირველ მატჩებში ძალიან უჭირდა, რასაც ქართველ ფეხბურთელზე ვერ ვიტყვით.

ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერი, უკვე მე-7 შეხვედრაა მოედანზე ცეცხლს ანთებს და მის შეჩერებას ვერავინ ახერხებს. ხვიჩას ანგარიშზე 425 წუთში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. კვარას თამაშით თვით ლივერპულის გულშემატკივრებიც კი მოიხიბლნენ, რომლებიც უმეტეს შემთხევაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს პატივს არ სცემენ." - წერს ცნობილი გამოცემა.

ხვიჩას ხვალ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამოცდა ელის. ნეაპოლური კლუბი ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე მილანს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი