ნიკოლოზ ქუთათელაძემ "ნიჟნი ნოვგოროდი" დატოვა და კარიერას იჯარის წესით "დინამო თბილისის" რიგებში გააგრძელებს.
23 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას LaGazzetta-ს ქართული რედაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
ქუთათელაძეს აქვს ფრანგული "ლილისა" და "პარი სენ-ჟერმენის" აკადემიათა გამოცდილება. ამ უკანასკნელის 17-წლამდე გუნდიდან მან ჯერ რუსულ "ანჟის", ხოლო შემდეგ "სპარტაკს" მიაშურა. შემდგომში იყო თავისუფალი აგენტის სტატუსით ტრანსფერი ფრანგულ "როდეზში" და კვლავ დაბრუნება რუსეთის ჩემპიონატში, ამჟერად "ნიჟნი ნოვგოროდში".
ნიკოლოზი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც იყო გამოძახებული. 17-წლამდელებში მას ერთი გოლი აქვს გატანილი.