ხვიჩა კვარაცხელიამ პატარა ბიჭს მაისური უსახსოვრა » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელიამ პატარა ბიჭს მაისური უსახსოვრა

ხვიჩა კვარაცხელიამ პატარა ბიჭს მაისური უსახსოვრა
9-02-2023, 22:41
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ნაპოლის 21 წლის ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას საზოგადოებაში ძალიან დიდი გავლენა აქვს, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან ის არის სპორტსმენი, რომელმაც მსოფლიოში ჩვენს ქვეყანას სახელი გაუთქვა.

ამდენად, გასაკვირი სულაც არაა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი დამწყები მოთამაშეების კუმირი და საყვარელი პერსონა ხდება. საფეხბურთო გვერდმა Matchday-მ 5 წლის იოანეს ხვიჩას მაისური აჩუქა:

"5 წლის იოანეს ფოტო რომ ვნახეთ გუშინ, ზუსტად ვიცოდით, დღეს ყველაზე მეტად რა გაახარებდა. იოანეს მშობლიურ ქალაქში საჩუქრად ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების მაისური გავუგზავნეთ, 23 სექტემბერს კი საქართველოსა და ჩრდ.მაკედონიის მატჩზე დავპატიჟეთ. დაგვპირდა, აუცილებლად ვიქნებიო. დაიმახსოვრეთ ეს ბიჭი, დიდ ფეხბურთს ითამაშებს!" - დაწერა რამდენიმე ხნის წინ Matchday-მ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და ის, ნაპოლის თურქეთში გასავლელ შეკრებაზე გაჰყვება, სადაც სპალეტის გუნდი სამ ამხანაგურ შეხვედრას ითამაშებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ პატარა ბიჭს მაისური უსახსოვრა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი