დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია 24 წლის გახდა.
ხვიჩა 2001 წლის 12 თებერვალს, თბილისში დაიბადა და საფეხბურთო კარიერაც დედაქალაქური "დინამოს" აკადემიაში დაიწყო, შემდეგ იყო მთავარი გუნდი, "რუსთავი", "ლოკომოტივი", "რუბინი", დაბრუნება საქართველოში - ბათუმის "დინამოში", და ნანატრი ტრანსფერი ევროპის ტოპ 5 ლიგაში, "ნაპოლი" - უამრავი წარმატება და გზა საფრანგეთისკენ - "პარი სენ-ჟერმენი".
კვარას ანგარიშზეა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ჯილდო 3X (2020, 2022, 2023), იტალიური სერია A-ს წლის საუკეთესო მოთამაშე (2022/23), სკუდეტო (2022/23) და რუსეთის თასი (2019).