მიმდინარე სეზონში ჰანსი ფლიკის ბარსელონას არაერთი მთავარი გმირი ჰყავს, თუმცა აქედან ყველაზე გამორჩეული მაინც რაფინიაა.
იქედან გამომდინარე, რომ წინა სეზონში ბრაზილიელს უამრავი კრიტიკოსი ჰყავდა და მისით კმაყოფილი არც თუ ბევრია ადამიანი იყო, ახლანდელ სეზონში რაფინიას თამაშით ქომაგები აღფრთოვანებულები არიან და მასზე ყველაზე დიდი კრედიტი მიდის.
როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ბარსელონა აპირებს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ბრაზილიელ ვინგერს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.
მისი თქმით, ახალ ხელშეკრულებაში რაფინია გაცილებით მეტ ხელფასს მიიღებს, ვიდრე ეს ახლა ხდება.