ჰარი მაგუაიერის მხრიდან ლესტერის კარში თასზე გატანილმა გოლმა და მოპოვებულმა გამარჯვებამ ფეხბურთელისადმი მზარდი სიმპათია წარმოშვა.
მედიაში სწორედ ინგლისელი მცველის კომენტარი ვრცელდება, რომელიც ამბობს, რომ იუნაიტედი ახლა იქ არ არის, სადაც მისია ადგილი სინამდვილეშია.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე, თუმცა ეს ყველაფერი მე არ მეხება. საქმე ისაა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი იქ უნდა დავაბრუნოთ, სადაც მისი რეალური ადგილია, ახლა კი ჩვენ ამ ადგილისგან შორს ვართ.
- თქვა მაგუაიერმა.
ჰარი მაგუაიერს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული.