რონალდ არაუხოს ტრავმა ისეთი მძიმე არ აღმოჩნდა, როგორც ელოდნენ » სპორტის ხაზი

რონალდ არაუხოს ტრავმა ისეთი მძიმე არ აღმოჩნდა, როგორც ელოდნენ

რონალდ არაუხოს ტრავმა ისეთი მძიმე არ აღმოჩნდა, როგორც ელოდნენ
10-02-2025, 19:38
Aa Aa
გაზიარება:

რონალდ არაუხომ ბარსელონას ბოლო შეხვედრაში, რომელიც გუნდმა სევილიას 4:1 მოუგო, მონაწილეობა მხოლოდ 22 წუთით მიიღო და შემდეგ მინდორი დაზიანების გამო დატოვა.

თავდაპირველად ესპანური წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ ტრავმა არც ისე მსუბუქი იყო და ურუგვაელ მცველს მთელი 1 თვის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ გამოკვლევების მიხედვით არაუხოს თამაში ამ კვირაშივე შეეძლება, რაც ნიშნავს, რომ ფლიკისთვის რონალდი კვლავ ხელმისაწვდომია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი