ტრანსფერი იანვარში - რონალდ არაუხო იუვენტუსში მიდის » სპორტის ხაზი

ტრანსფერი იანვარში - რონალდ არაუხო იუვენტუსში მიდის

ტრანსფერი იანვარში - რონალდ არაუხო იუვენტუსში მიდის
8-01-2025, 20:05
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწერა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ტურინის იუვენტუსი ბარსადან რონალდ არაუხოს იმატებს.

იმის გამო, რომ გუნდი დანილოს ნაპოლიში უშვებს, ახლა მათი პრიორიტეტი ერთი ან ორი ცენტრალური მცველის დამატებაა, აქედან 1 კვოტას კი სწორედ რონალდი შეავსებს.

ფაბრიციო რომანო წერს, რომ იუვენტუსი ურუგვაელ მცველს კონტრაქტის საკითხებზე უკვე აქტიურად ესაუბრება და მის დარწმუნებას ცდილობს.

იმის გათვალისწინებით, რომ ბარსელონაში არაუხოსადმი ნდობა საგრძნობლადაა შემცირებული, დიდი შანსია, რომ რონალდი იტალიაში გაუშვან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი