ჰანს ფლიკმა ბარსელონას ახალგაზრდა შემტევის, ანსუ ფატის მომავალზე ისაუბრა.
"ანსუს ძალიან გულწრფელად ველაპარაკე, მაგრამ საქმე ისე არ ხდება, რომ დღეს მწვრთნელს დაელაპარაკები და ხვალ ყველაფერი იცვლება..
მაგრამ ფატი სწორ გზაზეა და უკვე ვნახე ისეთი მომენტები, როცა ის საუკეთესოა და სწორედ ეს არის ის დონე, რომლის მიღწევასაც ვცდილობთ", - განაცხადა ფლიკმა.
ცნობისთვის, 22 წლის ანსუს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რამდენიმე შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა, ნაკლები დროის მიუხედავად ესპანელმა მაინც ბარსელონაში დარჩენა გადაწყვიტა, მანამდე კი ბრაიტონში იყო განათხოვრებული.