ბარსელონას მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი კომენტარს ანსუ ფატის შესახებ აკეთებს, რომელიც დიდი ტრავმიანობის გამო პრაქტიკულად არც თამაშობს.
სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, რომ თითქოს ანსუ ჩემთან მოვიდა და ბარსელონადან გაშვება მთხოვა.
მან რაც არ უნდა მითხრას, მის მიმართ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები. თუ ანსუს სურს, რომ ჩვენთან დარჩეს, ეს კარგი იქნება. ის ლა მასიას აღზრდილია და მე მას დავეხმარები, რომ განვითარდეს.
- თქვა ფლიკმა.
ანსუ ფატიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა.